ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის წევრების ხედვებზე იმსჯელეს.
„განვიხილეთ არსებული გამოწვევები, ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე რეაგირების გზებზე და მოვისმინეთ მათი ხედვები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ადვოკატის როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. პრაქტიკოს ადვოკატებს აქვთ მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია კანონშემოქმედების პროცესში იქნეს გათვალისწინებული. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ადამიანის უფლებების ხარისხი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება,” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.