ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო. ამის თაობაზე მან სასამართლოში, დაკითხვის შემდეგ განაცხადა. პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს არ იცნობდა.
”მოსამართლეს და სასამართლოს მოვახსენე, რომ თავდასხმა ორი პიროვნების მიერ განხორციელდა. არც ერთ ამ პიროვნებასთან არავითარი შეხება, ურთიერთობა, დაპირისპირება ან კონფლიქტი არ მქონია. ეს არ არის პოლიტიკური ანგარისწორება”, – აცხადებს პეტრიაშვილი.