ალექსანდრე ჯეჯელავა ყატარის ელჩს შეხვდა

10/08/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში, საქართველოსა და ყატარის სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამების გზით, ხარისხიანი საერთაშორისო უმაღლესი განათლების და კვლევების უზრველყოფის შესაძლებლობას.

ელჩი დაინტერესდა განათლების, როგორც პრიორიტეტული მიმართულების განვითარების პერსპექტივებით საქართველოში. მინისტრმა მას გაუზიარა სამომავლო ხედვები, განათლების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში მოიწვია ყატარის სახელმწიფოს კოლეგა მინისტრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0