განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს შეხვდა. მინისტრებმა მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხები. მათ შორის საუბარი შეეხო ონლაინ რეჟიმში დისტანციური სწავლების საკითხს. წარმოდგენილი იყო შესაბამისი სადემონსტრაციო მასალა, რომელიც ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს და შეჯერდნენ ზოგად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები.
ალექსანდრე ჯეჯელავა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
02/11/2016