ალექსანდრე მოწერელია ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

16/06/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც მერთან და მის მოადგილეებთან ერთად სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ქალაქისთვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ალექსანდრე მოწერელიამ თავის მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებთან და ფოთის მაჟორიტარ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ასევე მიმოიხილა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ სამუშაოებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა.
სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრებს მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0