ალექსანდრე მოწერელია, ტრნავის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

22/03/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებული სლოვაკეთის ტრნავის რეგიონის გუბერნატორს იოზეფ ვისკუპიცს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ რეგიონს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით თანამშრომლობას, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0