სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოფელ დიდი ჭყონში, ეწ. მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს. სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებულია და მოსახლეობის ნაწილი წყალ ვერ იღებს. ალექსანდრე მოწერელია არსებულ პრობლემას გაეცნო და ადგილობრივებს მის დროულ მოგვარებას დაპირდა.
ალექსანდრე მოწერელია სოფელ დიდი ჭყონში, ეწ. მეურნეობის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა
13/06/2019