ალექსანდრე მოწერელია სოფელ განმუხურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო

26/01/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.
სოფლის კრებაზე, განმუხურის მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას.
განმუხურში დასახლების საერთო კრებას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე კობა ქანთარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0