ალექსანდრე მოწერელია მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს

25/01/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ფოთში სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის და საგამოფენო დარბაზის თანამშრომლებს, ფოთის მერის მოადგილეებთან ერთად შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხატვრო სასწავლებელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია თავად მასწავლებლებისგან მიიღო და დახმარებას დაჰპირდა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით მეტი ხელშეწყობა და მუშაობაა საჭირო.
სახელმწიფო რწმუნებული ხელოვანებს სხვადასხვა გამოფენებში, მათი ნამუშევრების წარდგენასა და პოპულარიზაციაში ხელშეწყობას შეჰპირდა.
დღესვე, ალექსანდრე მოწერელია ფოთში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. სახელოვნებო ცენტრის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე შეკრებილებს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივა გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0