ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში, ახალგაზრდა მეღვინეს სტუმრობდა

02/03/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში, ახალგაზრდა მეღვინეს ნიკა ფარცვანიას სტუმრობდა, რომელიც ვაზის იშვიათი კოლხური ჯიშების აღდგენას ახდენს. “თარგამეულის მარანი“ – ამ სახელწოდებით ძველი მეგრული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები უკვე ექსპორტზეც გადის. მეწარმეს მაჭყვადურის, ოჯალეშის, ჩეჭიფეშის, კოლოშის, დუდღუშის ვაზის ჯიშები მოჰყავს და სხვა უნიკალური სახეობების აღდგენას აპირებს. სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდა მეღვინეს სანერგე მეურნეობის მოწყობაში დახმარებას დაჰპირდა. სანერგეში იშვიათი მეგრული ვაზის ჯიშების გამოყვანა მოხდება. ნიკა ფარცვანია თამაკონში ეთნო-ტურისტული ობიექტის გახსნასაც გეგმავს, სადაც ტურისტებს უძველესი ჯიშებისგან დამზადებულ ბიო ღვინოებს შესთავაზებს.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარება, რადგან სწორი შეთავაზების შემთხვევაში ძალიან ბევრ ოჯახს შეუძლია ტურიზმისაგან ეკონომიკური სარგებელის მიღება.

“სწორედ ტურიზმის განვითარების მიმართულებით იმუშავებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ (DMO), რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ერთად დავაფუძნეთ. ,,DMO“ ასევე ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის არსებული მდგომარეობის ანალიზს, შექმნის განვითარების გეგმას, მოახდენს პოპულარიზებას და ამ სფეროში დანერგავს ახალ მიდგომებს“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0