ალექსანდრე მოწერელია, იტალიის ელჩს შეხვდა

18/02/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და დასავლეთ საქართველოში იტალიური პროგრამების კოორდინატორთან გაგა შოთაძესთან ერთად, საქართველოში იტალიის ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. ქალაქებს შორის დამეგობრების საკითხი განიხილეს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორიცაა: სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შემუშავება, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა და ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური წყაროების ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0