სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯერად ჩხოროწყუს სოფლებში განაგრძობს. ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლეწურწუმესა და ნაფიჩხოვოს მოსახლეობას შეხვდა და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. სოფლებში მთავარ პრობლემას სასმელი წყლი წარმოადგენს.
ამ სოფლებში წყლის პრობლემა წელსვე გვარდება. ნაფიჩხოვოში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე იხარჯება, სამუშაოები კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ლეწურწუმეს, აქ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 380 ათასი ლარი ხმარდება – ინფორმაცია ადგილობრივებს ალექსანდრე მოწერელიამ მიაწოდა.
სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები უკვე გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს სოფლებში შეხვედრები გამართ
06/06/2019