ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ მულახსა და უშგულის თემში პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შექმნა

26/08/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. ამჯერად შეხვედრები მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: მულახში, იფარში და უშგულის თემის სოფელ მურყმელსა და ჩაჟაში გაიმართა. მესტიის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი და მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უშგულის თემში სარეაბილიტაციო კოშკები და მაჩუბები დაათვალიერა. ასევე ადგილობრივებთან ერთად გაეცნო რეაბილიტირებული კოშკების მდგომარეობას, რომლიც გარკვეული ხარვეზით არის შესრულებული.
ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ მულახსა და უშგულის თემში პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შექმნა. რომელშიც წარმოდგენილი არიან, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. საინიციატივო ჯგუფის მიზანია, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0