ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და კახა კობერიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ინდოელ ინვესტორებს შეხვდნენ. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ქვემო ქართლის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ინდოელი ინვესტორები პროექტის GEORGIA FORTUNE ფარგლებში რეგიონში მეფრინველეობის ფერმის შექმნას გეგმავენ.
ალექსანდრე მეტრეველი ინდოელ ინვესტორებს შეხვდა
02/02/2018