თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და ასათიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, 2010 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში, ასათიანის ქუჩაზე რვა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა კვლავაც იგეგმება.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ მშენებლობის შეჩერებისთან დაკავშირებით საქმე საამართლოს ყველა ინსტანციაში მოიგო, მერიის არქიტეტური სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე ნებართვა კვლავ გასცა.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიასა და არქიტექტურის სამსახურს აღნიშნული მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდა.
ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა
05/07/2017