ალექსანდრე ელისაშვილმა ,,ურბანული იდეების ლაბორატორიის“ წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა

03/11/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ,,ურბანული იდეების ლაბორატორიის“ წარმომადგენელთან გიორგი ბაბუნაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი თბილისის საკრებულოსა და მერიას დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მეტროპოლიტენის სადგურის ,, ახმეტელის თეატრი“ მეორე ამოსასვლელის დასრულებისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებას სთხოვს.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ამოსასვლელის ამოქმედება, რომელიც 23 წელის მანძილზე დაკონსერვებულია, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძს მნიშვნელოვნად განტვირთავს.
მისივე ინფორმაციით, ამოსასვლელის დასრულებისთვის საჭირო თანხა 15 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც, შესაძლებელია, დედაქალაქის ბიუჯეტში 2-3 წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიწეროს.
ურბანისტის გიორგი ბაბუნაშვილმა განცხადებით, აღნიშნული ამოსასვლელის დასასრულებლად შესაძლებელია თანაინვესტირების გამოყენებაც, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და მიმდებარე ტერიტორიას უფრო მიმზიდველს გახდის.
დეპუტატის განმარტებით, სადგურის ,,ახმეტელის თეატრი“ მეორე ამომსასვლელის მშენებლობა 1993 წელს ფინანსების უკმარისობის გამო შეწყდა.
დღესის მდგომარეობით კი ობიექტი საპროექტო სიღრმემდეა კონსტრუირებული და კონსერვირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0