იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მარიუს ჰალადის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე.
შეხვედრა რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემას მიეძღვნა. ახალი საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა სფეროებზე აისახება. მას შეიძლება ჰქონდეს გავლენა ბიზნესზე, ეკონომიკაზე, სხვადასხვა სექტროზე და სფეროზე. შესაბამისად, კანონშემოქმედებით პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს ახალი რეგულაციების შესაძლო გავლენები და მოხდეს ამ შედეგების წინასწარი ანალიზი. ალექსანდრე ბარამიძემ და მარიუს ჰალადიმ საქართველოში ამ სისტემის დანერგვის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები მთვარობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში. მარიუს მარიუს ჰალადი თბილისის იუსტიციის სახლსაც მოინახულებს, სადაც სახელმწიფო სერვისების სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობა.
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახური უწევს.