მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ახალი სპორტული მოედნის მოწყობის მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მოხდა ბუნებრივსაფარიანი მოედნის მავთულბადით შემოღობვა, სპორტსმენებისთვის მოეწყო გასახდელები, მაყურებელთა ტრიბუნები და ფეხბურთის ბადეები, რომელიც შემდგომ ანტიკოროზიული ზეთის საღებავით შეიღება.
აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნის კეთილმოწყობითი სამუშაოების პროცესში 15 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და ოქტომბრის თვეში დასრულდა, რომლის საერთო ღირებულება 48500 ლარს შეადგენდა. პროექტისთვის თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ალგეთში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
29/10/2016