აკაკი შენგელიამ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

15/10/2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ გაღმა დვაბზუდან – სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 📌სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. შრომის ტერიტორიულ ერთეულში, ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე, 6032 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 📌სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0