აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

21/01/2020

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან, ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იგება ბეტონის საფარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 358 999 ლარით ფინანსდება. ოზურგეთის სოფლებში 6 ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულების ფაზაშია სოფელ ჭანიეთისა და სოფელ გურიანთის ამბულატორიის მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს დაბა ნასაკირალის ამბულატორიის მშენებლობა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1, 098, 515 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0