,,აიკრძალოს ონლაინ-კრედიტები“ – ჩერნოვეცკის პარტიამ თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

22/03/2016

პოლიტიკური გაერთიანება ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელიც ონლაინ-კრედიტების აკრძალვას და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მკაცრ რეგულაციაში მოქცევას უკავშირდება.
ორგანიზაციის წარმომადგენლება ხელმოწერების შეგროვება თბილისში დაიწყეს.

„დღევანდელი აქციის მიზანი არის, ის რომ ჩვენ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება , რათა აიკრძალოს ონლაინ კრედიტები. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება, მომავალი კვირიდან გახდება სისტემატიური ხასიათის, ჩვენ გავხსნით მსგავსი ტიპის შტაბებს სხვადასხვა მეტროსადგურებთან სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მივიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. მიზანი არის ის რომ მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი, ხელმოწერის პუნქტები გაიხსნება აჭარაშიც. როგორც კი გვექნება 200 ათასი ხელმოწერა შევიტანთ პარლამენტში და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ონლაინ კრედიტების აკრძალვა. ორშაბათს ხელმოწერების პუნქტი იქნება რუსთაველის მეტროსთან, სამშაბათს ისნის მეტროსთან’ – განაცხადა “ნიუპოსტთან“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელმა
გიორგი ქვრივიშვილმა.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0