კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აზრებაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დურსან ჰასანოვმა შიდა ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სურსათი გადასცა. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ელჩს აქტიური თანამშრომლობითვისა და შექმნილ ვითარებაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მიხარია, რომ შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ერთობლივი ძალებით მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს ამ საჭირო საქმეში, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი გადავცეთ”- აღნიშნა რწმუნებულმა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.