აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის

09/04/2016

აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის, 2016-04-09 – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები

Tweet about this on TwitterShare on Facebook0