15 ივლისს, 16.00. საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
მისამართი: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კილომეტრი (ბაშის კვანძი)
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება
14/07/2016