ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში „ღია კარის“ დღე გაიმართა

08/01/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში „ღია კარის“ დღე გაიმართა, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა. მისი განცხადებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამუშაო რეჟიმში მოხდეს აზრების გაცვლა, პრობლემების განხილვა და მსჯელობა იმ მოლოდინების შესახებ, რაც რეფორმის ფარგლებში მთავრობას და კერძო სექტორს გააჩნია. დაგეგმილია ინტერესთა მოწვევის გამოცხადება იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ საქართველოს ისეთ რეგიონებს, სადაც ტექინსპექტირების სერვისი დღეს არ არის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0