ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ,,გადაიღე საქართველოში” გააცნეს

16/05/2016

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინიცირება იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილმა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვარაცხელიამ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივა „გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გააცნეს. ასევე, მათთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ავიაკომპანიების ჩართულობაზე და მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.
ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით ავიაკომპანიების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრაზე მხარეები ერთი ფანჯრის პრინციპით თანამშრომლობაზე და კინოგადაღებებისთვის საქართველოში ჩამოსული გადამღები ჯგუფებისთვის ავიაბილეთებსა და მომსახურებაზე კონკრეტული პირობების შეთავაზებებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ
„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლემში წლის ბოლომდე 5 ფილმის გადაღება იგეგმება, რომელთა გადასაღებ მოედნად საქართველოს სხვადასხვა კუთხეა შერჩეული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ სამუშაო
შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ შორის: Lufthansa; Fly Dubai; Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით აქცენტი კეთდება ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე.
პროგრამის მიზანია საქართველო იქცეს აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად, შესაბამისად ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0