ავიაკომპანია wizzair-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა

18/06/2017

დღეს ქუთაისის დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია wizzair-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. ლონდონის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას მოხდება. ბილეთის საწყისი ფასი 47 ლარია. ლონდონის რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში გაემგზავრნენ. საზეიმო ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აღნიშნული რეისი საგრძნობლად გაზრდის ტურისტების ნაკადს. მაისის თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 80 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0