ავთანდილ უგრეხელიძემ საგანგებო თათბირი მოიწვია

23/11/2017

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ საგანგებო თათბირი მოიწვია. თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილე დავით გვიშიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები. მერის დავალებით შეიქმნა კოორდინირებული შტაბი, რომელიც იმუშავებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. თათბირზე შესაბამის სამსახურებს დაევალათ, მუნიციპალიტეტის თემების მიხედვით, კონტროლი და კოორდინაცია გაუწიონ გზების გაწმენდით სამუშაოებს (ცენტრალურ, შიდა და სოფლებთან დამაკავშირებელ გზებს).მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც გზების თოვლისგან გასაწმედად გამოიყენებენ. მოცემული მომენტისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაადგილების კუთხით შეფერხება არ არსებობს.
მუნიციპალიტეტში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება.ამჟამად , ქალაქში აღდგენილია ელექტროენერგია, მიმდინარეობს სამუშაოები და აღდგება სოფლებშიც ეტაპობრივად. დღეისათვის მოცემულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი გახლავთ მერის მოადგილე დავით გვიშიანი. საკონტაქტო ნომერი :551 51 99 97

Tweet about this on TwitterShare on Facebook0