„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

02/05/2023

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 77 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის ითვალისწინებს, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილ ნორმებს სცდება. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას, პირველ ეტაპზე, 100 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის. კერძოდ, იურიდიული პირი პირველ ეტაპზე 500 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. კანონში ცვლილებით, სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ოთხ მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეამოწმოს მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ტექნიკით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0