რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის ადმინისტრაციაში „საქართველოს ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელები და სტუდენტური პარლამენტის წევრები რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს, ვიცე გუბერნატორს –დავით ღუდუმიძეს და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდნენ. პროექტის ხელმძღვანელები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით „ განავითარე შენი რეგიონი“. შეხვედრის მიზანი გუბერნატორისთვის პროექტის დეტალური გაცნობა და მის მნიშვნელობაზე საუბარი იყო. „განავითარე შენი რეგიონი“ სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას. არჩილ ჯაფარიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს და აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი და პროექტის მეშვეობით შესაძლებელია, ახალგაზრდა თაობის მასობრივი ჩართვა სახელმწიფოსა და ჩვენი რეგიონის განვითარების პროცესში.
ადმინისტრაციაში სტუდენტური პარლამენტის ეგიდით შეხვედრა გაიმართა
30/03/2018