სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა,
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი 2016 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს დაეთმო. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დაწვრილებითი ინფორმაციები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილი 11 322 142 ლარის ღირებულების 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით განხორციელდება ნაპირსამაგრების, შიდა გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, რისთვისაც ,,მთის განვითარების ფონდიდან“ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
დამატებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევში ე.წ. ,,სოფლის სახლის“ მშენებლობა, სოფ. სადმელის შიდა გზების მოწყობა და ურავის კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია, ონში მედიათეკის (სამხატვრო სკოლა, ბიბლიოთეკა, ახალგაზრდული ცენტრი) შენობის რეაბილიტაცია, ლენტეხში – ჩოლურის, ხოფურისა და ხელედის თემებში ნაპირსამაგრების, ჩოლურის თემის რამდენიმე სოფელში კი შიდა გზების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
რაც შეეხება ცაგერის მუნიციპალიტეტს, იგეგმება ერთ–ერთ ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტის – მწვანე თეატრის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნულ ადგილზე ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ფესტივალები და გალა–კონცერტები. რეკონსტრუქციის შემდეგ თეატრი კიდევ უფრო ფართო დატვირთვას შეიძენს და ქვეყნის მასშტაბით მნიშვნე
ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
06/06/2016