ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27/04/2023

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რწუნებულის მოადგილეებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს საინფორმაციო ბიულეტინი „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“, გააცნეს. ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია. ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სააგენტოს წარომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2023 წელს მოსალოდნელი პროგნოზები ასევე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეებთან ნიკა კობახიძესთან და ილია ჯალაღანიასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0