ადიგენში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

09/04/2016

ადიგენში 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შედეგად დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ 9 აპრილს განვითრებულ მოვლენებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამავდროულად დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა რევაზმა ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ესწრებოდნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0