დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. ადიგენის ადგილობრივი ბიუჯეტი 4 171 900 ლარით განისაზღვრა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებზე ნაწილდება. განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები წარმოადგინეს. ბიუჯეტის პროექტი ხვალ, 25 ნოემბერს შენიშვნებით დაუბრუნდება გამგეობას, ხოლო იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტის გამგებელი დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საბოლოოდ კი მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს 20-დან 28 დეკემბრამდე დაამტკიცებს.
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო
24/11/2016