ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის და სოფელ იმერთუბანის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდი 4 მეტრი სიგანის და 15 მეტრი სიგრძისაა, რომლითაც ასეულობით მოქალაქე სარგებლობს.
ასევე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სამყურის და სოფელ ღორძის დამაკავშირებელ გზაზე.
შესრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის მოადგილემ მინდია ჯელიამ პირადად მოინახულეს.