ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს რუმინეთის დელეგცია ეწია. ამაღლების სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა. ლიტურგიის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ და რუმინეთის სასულიერო პირებმა.
წირვაზე იმყოფებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა, კულტურის მინისტრი იონუც ვულპესკუ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და რუმინეთის დელეგაციის სხვა წევრები.
სტუმრებმა წირვის დასრულების შემდეგ ზარზმისა და საფარის ეკლესია–მონასტრებიც მოილოცეს და მრევლს ამაღლების ბრწყინვალე დღესსწაული მიულოცეს.