ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

06/03/2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საერთო კრების სხდომებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის თანაშემწე თემურ თუმანიშვილი, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომები სოფელ ზემო ენთელში, ფხეროში, შოყაში, ბენარაში,შოლავერსა და უნწაში გაიმართა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდა.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა შემდეგი პრიორიტეტული წინადადებები,
•სოფელ ზემო ენთელში გარე განათების ქსელის მოწყობა;
• სოფელ ფხეროში სანიაღვრე არხის მოწყობა;
• სოფელ შოყაში სარწყავი არხის პროგრამის გაგრძელებს;
• სოფელ ბენარაში შიდა გზების მოხრეშვა;
• სოფელ შოლავერში სასმელი წყლის პროგრამის დასრულება:
• სოფელ უნწაში გარე განათების მოწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0