სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობის, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მისი განვითარების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში შპს. „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორმა ვახტანგ გარდაფხაძემ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების წყალუზრუნველსაყოფად მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და თითოეული პროექტი განიხილა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება. შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოსა და მუნიციპალიტეტებში არსებული მელიორაციის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებაზე იმსჯელეს
23/03/2016