ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების: ზარზმის, უტყისუბნის, მლაშის, ფლატის და არზნის მოსახლეობას შეხვდა.
გამგებელმა მოქალაქეებს ბოლო დროს განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა და მიმდინარე წელს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
25/03/2017