ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

18/12/2017

დღეს 18 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა.
ბიუჯეტის პროექტი მუხლობრივად განიხილა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ ლაზარე ჩილინგარაშვილმა.
დასმულ შეკითხვებზე განმარტებები გააკეთა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მან აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0