ადიგენის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკვე გადაეცათ

07/03/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში დღეს შ.პ.ს. მექანიზატორის წარმომადგენლები ადიგენის ადგილობრივი თვითმართველობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია და გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ აღნიშნული პროექტის შესახებ და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ,,მწირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ადიგენის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკვე გადაეცათ.
პროექტის შესაბამისად მოსარგებლეები (ბენეფიციარები) არიან:
• ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისათვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.
• ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.
ამავე დროს, ფერმერთა საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
პროექტის ფარგლებში მოსარგებლეები მიიღებენ სუბსიდიას სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის ან ,,აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების სახით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0