ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრა ფოთში

18/06/2016

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს.
ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუასთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრას, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე იმსჯელეს, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და სამეგრელოს რეგიონის გამგებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ასოციაციამ 2016 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ყურადღება სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე გამახვილდა. საუბარი მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით, ევროპელ კოლეგებთან სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო. ასოციაცია აქტიურად იმუშავებს როგორც საკანონმდებლო ინიციატივების, ისე ადგილობრივ მოხელეთა გადამზადების მიმართულებით.
რეგიონული შეხვედრების მიზანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის და მოსახლეობისთვის იმ მიმდინარე სამუშაოებისა და შედეგების გაცნობაა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობთა ეროვნული ასოციაცია (NALAG) თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ატარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0