ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გუბის მოსახელობას შეხვდნენ

14/06/2016

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გუბის მოსახელობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს , გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საჭირბოროტო საკითხები მიმოიხილეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
გაზიფიცირება, საირიგაციო სისტემის მოწესრიგება, საგზაო ნიშნები , სოციალური დახმარებები – ეს ის საკითხებია , რასაც გუბის მოსახლეობა პრიორიტეტულ პრობლემებად მიიჩნევს.
,,მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს , ყველა სოფელს, დასახლებას მოვიცავთ. მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე მოვისმენთ, რაც მუშაობის პროცესში პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგვეხმარება,,- განაცხადა გამგებლის პირველმა მოადგილე იუზა უგულავამ.
შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ეძლევა სამსახურების ხელმძღვანელებისაგან უშუალოდ მოისმინოს ხონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული და 2016 წელს მიმდინარე და დაგეგმილი ინსფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური, კულტულური, სპორტული და საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0