ადგილობრივი ხელისუფლება 188 ოჯახს საშეშე მერქნით დაეხმარება

10/01/2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, დღის წესრიგში ბენეფიციარების შეშით უზრუნველყოფის საკითხი დადგა. წელს საშეშე მერქნით სხვადასხვა კატეგორიის 188 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
საშეშე მერქანი დღეს, წმინდა ნინოს N107-ში მცხოვრებ მანანა ამირანაშვილს მიუტანეს.
სოციალურად დაუცველთა დახმარება მათი განცხადების საფუძველზე მოხდა, აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისთვის შეშის მიტანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში მესამე წელია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში, საშეშე მერქნით, 533 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0