დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე რიგ საკითხებთან ერთად დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლელებებს უყარეს კენჭი, დადგენილების თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს 80 000 ლარი დაემატა.
სხდომაზე ცვლელებები შევიდა განკარგულებებში, ამჯერად დაკონკრეტდა ის ადგილები და შენობა ნაგებობები სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, ეს დაწესებულებებია: სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სარეზერვო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობები, სადაც სააგიტაციო მასალების გაკვრა აკრძალულია, როგორც შენობის ინტერიერში ასევე ექსტერიერში.
ცვლილებების შედეგად განკარგულებას დაემატა მე-2 პუნქტი რაც გულისხმობს, სააგიტაციო მასალის განთავსება-გამოფენას კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში.
ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 80 000 ლარით გაიზარდა
21/06/2016