ინტენსიური წვიმის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში გააქტიურდა სოფელ ღუს მეწყერი, ლაჯანის ტერიტორიაზე ჩამოიტანა ნაშალი მასა და დროებით ჩაკეტა ალპანა – ცაგერის დამაკავშირებელი გზა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი უკვე გახსნილია ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის. სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- ალუდა თუთისანი. ადგილზე რჩება მობილიზებული ტექნიკა, რომელიც კვლავ განაგრძობს საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობას.
ადგილზე რჩება მობილიზებული ტექნიკა
04/03/2023