ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

31/08/2023

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმა ელექტრონული მონიტორინგის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი სახედ შემოღებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე მხარეებმა კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკითხით დაინტერესებულმა მხარეები, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებიდან, ასევე, პროფესიული და აკადემიური წრეების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კანონპროექტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0