აგარის შაქრის ქარხანამ 6თვიანი კონსერვაციის შემდეგ მუშაობა სრული დატვირთვით დღეიდან განაახლა. 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად დღეიდან განაახლა.
აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა
02/06/2018