აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, მადრიდის გამოფენაზე ჩანს გაზრდილი ინტერესი ევროპელი ტურისტების მხრიდან. გარდა ამისა, ნათია თურნავას თქმით, ჩვენი სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც მთავრობა მუშაობს და ფიქრობს, რომ საზაფხულო სეზონისთვის უსაფრთხოდ, სერიოზული კონტროლით გახსნას სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც საჰაერო საზღვარია გახსნილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყოველკვირეულად იზრდება როგორც ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობაც. უახლოეს მომავალში საქართველოში ფრენებს დაიწყებს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგზი“, რომელიც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არ დაფრინავდა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა
20/05/2021