აბისისა და ახალსოფლის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ

07/08/2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელების, აბისისა და ახალსოფლის საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდებათ. ორივე პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, ორივე შენობა ფაქტობრივად სრულად განახლა, შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოეწყო ორივე სკოლის ეზო და სპორტული მოედნები. ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლისთის დასრულებული იქნება და ადგილობრივ მოსწავლეებსა და პედაგოგოებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეეძლებათ სარგებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0